შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საფეხბურთო კლუბი ბორჯომი საქართველოს თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 28 მარტი 2019
ბორჯომული დერბი დღეს, 28 მარტს, ბორჯომის ცენტრალურ სტადიონზე 15:00 საათზე დაიწყო. მატჩის პირველ ტაიმი ანგარიშით 4:1, "ბორჯომის" სასარგებლოდ დასრულდა. მეორე ტაიმში "თორელები" წონასწორობის აღდგენას შეეცადნენ, თუმცა მხოლოდ ერთი გოლის გატანა შეძლეს. მატჩის მიწურულს "თორმა" კიდევ ერთი გოლი გაუშვა და საბოლოოდ, დერბში "ბორჯომმა", ანგარიშით 5:2 გაიმარჯვა.საფეხბურთო კლუბ "თორმა" "ბორჯომთან" დაპირისპირებამდე ორ მატჩში გაიმარჯვა. მათ ჯერ ახალქალაქის "აბული", ანგარიშით 2:1, შემდეგ კი ახალციხის "მესხეთი" ანგარიშით 12:0 დაამარცხეს. საფეხბურთო კლუბი "ბორჯომი" კი გათამაშებაში მეორე ეტაპიდან ჩაერთო და გამარჯვებით დაიწყო.დღევანდელი მატჩის შემდეგ, დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასისთვის სამცხე–ჯავახეთიდან მხოლოდ ერთი გუნდი, ბორჯომის "ბორჯომი" ითამაშებს. ვინ იქნება ბორჯომელების შემდეგი მეტოქე, ეს ცნობილი რამდენიმე დღეში გახდება.[ავთო ინასარიძე, ბორჯომი]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია