შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხეში ავარია მსხვერპლით დასრულდა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 28 მარტი 2019
ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს, 28 მარტს დაახლოებით 20:00 საათზე, საბარგო სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა."მერსედესის" მარკის მსუბუქი ავტომანქანა ხეს შეეჯახა, მანქანაში სულ სამი პირი იჯდა. მათგან ორს, ამ წუთებში ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გამოკვლევები უტარდება: "მათი მდგომარეობა სტაბილურია, ორივე მათგანი ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება“, – აცხადებენ საავადმყოფოში. სამი მგზავრიდან, ერთი 1980 წელს დაბადებული კაცი ადგილზე გარდაიცვალა.შსს–მ საქმეზე ძიება 276–ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ავტოსაგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამინის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია