შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რეგიონებში სოციალური მუშაკებისთვის სამინისტრომ 12 მანქანა გამოყო

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 29 მარტი 2019
თამილა ბარკალაიას თქმით, სოციალური მუშაკებისათვის ტრანსპორტირების თემა ერთ–ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს, ამიტომ მიმდინარე წლის მაისის ბოლომდე სოციალური მუშაკებისთვის 30 მანქანის მობილიზება მოხდება.გარდა ამისა, მისივე ინფორმაციით, გადაუდებელი რეაგირების შემთხვევებისთვის, სოციალურ მუშაკებს ტაქსის მომსახურებით სარგებლობა შეეძლებათ. ბარკალაიას თქმით, ტაქსის ფირმების შესარჩევად გამოქვეყნდება ტენდერი."რეგიონების მასშტაბით 12 მანქანა უკვე გამოყოფილია სოციალური მუშაკების სარგებლობისთვის, აქედან ორი თბილისში, თითო-თითო რეგიონებში. 11 მანქანა კიდევ დაემატება პარტნიორი სამინისტროებიდან. შემოსავლების სამსახური გვაძლევს 11 მანქანას, გაფორმების პროცედურებია დაწყებული და ოთხი მანქანის გადმოცემა უკვე დასრულებულია. ანუ 15 რიცხვამდე სოციალური სამსახურს სარგებლობისთვის გადაეცემა 23 მანქანა, ხოლო ცოტა მეტი დრო დაგვჭირდება იმისთვის, რომ 30 მანქანის მობილიზება გავაკეთოთ. მაისის ბოლომდე ამას გავაკეთებთ", – განაცხადა ბარკალაიამ.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია