შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ცესკომ საკრებულოების შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნები დანიშნა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 30 მარტი 2019
საკრებულოების შუალედური არჩევნები საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ზესტაფონის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში გაიმართება. რვავე მუნიციპალიტეტში არჩევნები ჯამში 26 საარჩევნო უბანზე ჩატარდება. დღესვე ცესკომ მარნეულის, ზესტაფონის, ჭიათურის, ზუგდიდისა და ხულოს მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე არჩევნები დანიშნა. ხუთივე მერის რიგგარეშე არჩევნები 362 საარჩევნო უბანზე ჩატარდება.19 მაისს ასევე გაიმართება მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები. შესაბამისი გადაწყვეტილება აღნიშნული არჩევნების დანიშვნის შესახებ ცესკომ 20 მარტს გამართულ სხდომაზე მიიღო. პარლამენტისა და საკრებულოების შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნები 19 მაისს საერთო ჯამში 410 საარჩევნო უბანზე გაიმართება, სადაც 401 750 ამომრჩეველია რეგისტრირებული.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია