შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ქმარზე ძალადობისთვის ქალი პასუხისგებაში მისცეს

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 30 მარტი 2019
ახალქალაქის რაიონული სასამართლო განიხილავს საქმეს, რომელიც ცოლის მხრიდან ქმრის მიმართ განხორციელებულ ძალადობას ეხება. ცოლ–ქმარი ნინოწმინდიდანაა. როგორც 60 წლამდე კაცი ამბობს, ცოლი ფიზიკურად უსწორდებოდა და ემუქრებოდა.52 წლის ქალი ბრალს არ აღიარებს და ამტკიცებს, რომ ქმარი აქეთ ემუქრებოდა და ცივი იარაღის გამოყენებით ცდილობდა მასზე ზეწოლა მოეხდინა. „ამ ქალს ედავებიან, რომ ქმარს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და კაცმა განიცადა ტანჯვა, რაც დანაშაულია“, – განმარტავს ქალის ადვოკატი, პაატა მანველიშვილი.ადვოკატის თქმით, საქმეზე საბოლოო სასამართლო გადაწყვეტილება გამოტანილი არ არის. ბრალდებულ ქალს აღკვეთის ღონისძიებად გირაო, 3 000 ლარის ოდენობით შეეფარდა. იგი ბრალს არ აღიარებს. საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს. [თაკო ფეიქრიშვილი, ახალქალაქი]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია