შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"უკრაინაში უახლოეს პერიოდში ჩავალ"- მიხეილ სააკაშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 31 მარტი 2019

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში ახლო მომავალში ჩასვლის გადაწყვეტილების შესახებ გამოაცხადა. უკრაინულ ტელეარხზე პირდაპირი ჩართვისას მან თქვა, რომ „უკრაინის ამომრჩეველმა დასაჯა პეტრო პოროშენკო“.

სააკაშვილმა განაცხადა, რომ მას შემდეგ რაც არჩევნების პირველ ტურში ქვეყნის მოქმედი ლიდერი პეტრო პოროშენკო დამარცხდა, ახლა ყველა დემოკრატიული ძალა ვლადიმერ ზელენსკის ირგვლივ უნდა გაერთიანდეს.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინელი ხალხის გამარჯვებას ალტერნატივა არ აქვს“, განაცხადა სააკაშვილმა და შეკითხვის - აპირებს თუ არა უკარაინაში დაბრუნებას ზელენსკის საბოლოო გამარჯვების შემთხვევაში და ახალ პრეზიდენტთან თანამშრომლობას - საპასუხოდ თქვა, რომ მას ბუნებრივია, სურს უკრაინაში დაბრუნება.

სააკაშვილის განცხადებითვე, თუკი მოხდება ისე, რომ პოროშენკო მეორე ტურში ვერ გავა და მის ნაცვლად მეორე ადგილს იულია ტიმოშენკო დაიკავებს, მაშინ იგი უკრაინაში სასწრაფო წესით ჩაფრინდებოდა, თუმცა დაამატა, რომ იგი აუცილებლად ჩავა უკრაინაში უახლოეს პერიოდში.

„ეგზიტ პოლების“ თანახმად, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში კომიკოსი, 41 წლის ვლადიმერ ზელენსკი ლიდერობს. ზელენსკის ამომრჩეველთა ხმების 30.4% აქვს მიღებული, ხოლო ქვეყნის მოქმედ ლიდერს, პეტრო პოროშენკოს 17.8%. მესამე ადგილზე იულია ტიმოშენკოა. მას 14.2%-იანი მხარდაჭერა აქვს.

წყარო: guardian.ge

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია