ქვემო ქართლი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რა გაკეთდა და რა კეთდება კოსტავას გამზირზე (ფოტო-ვიდეო)

ახალი ამბები
წყარო:  ინფო რუსთავი / https://inforustavi.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 26 ნოემბერი 2016

კოსტავას გამზირის რეაბილიტაცია რამდენიმე თვეა მიმდინარეობს და უკვე დასასრულს უახლოვდება. გთავაზობთ ვიდეოს, რომელიც კოსტავას ქუჩაზე ამ დროისთვის მიმდინარე პროცესებს ასახავს.ქუჩაზე სამუშაოების ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებულია. რეაბილიტაციის ფარგლებში მოეწყო სანიაღვრე სისტემა და ბორდიურები, ასევე დაიგო ბეტონის საფაფარი. ამ დროისთვის დასრულებულია შენობების შეღებვისა და ორნამენტების დამუშავების სამუშაოები, დამონტაჟდა თანამედროვე ტიპის განათებები, რესტავრაცია ჩაუტარდა ძველ ლამპიონებსაც და მოეწყო გაზონები სარწყავი სისტემებით. რამდენიმე დღეში კი ქვაფენილი სრულად დაიგება. აღნიშნულ სამუშაოებს სამშენებლო კომპანია „დაგი“ ახორციელებს.



 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია