შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ლაგოდეხის აღკვეთილის ტერიტორიაზე სასტუმროს და კაფეტერიის აშენებაზე ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 01 აპრილი 2019

სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტომ ლაგოდეხის აღკვეთილის ტერიტორიაზე 6000 კვ.მ არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის აღნაგობის უფლებით გადაცემის მიზნით პირობებიანი ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა. 
იგი აღნიშნულ ტერიტორიაზე ითვალისწინებს სასტუმროს და კაფეტერიის აშენება/მოწყობას. 
,,ელექტრონული აუქციონი ტარდება ლაგოდეხის აღკვეთილის ტერიტორიაზე 6 000 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით გაცემის მიზნით. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია: ხელშეკრულების ხელმოწერიდან 2 წლის ვადაში უზრუნველყოს სასტუმროს და კაფეტერიის აშენება/მოწყობა.

ტურისტული ინფრასტრუქტურის აშენება/მოწყობის მიზნით უზრუნველყოს არანაკლებ 1 000 000 ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელება.

ობიექტების (კაფეტერია, სასტუმრო) არქიტექტურული პროექტი (რენდერი), წინასწარ, შესაბამის მშენებლობის ნებართვის გამცემ უფლებამოსილ უწყებაში წარდგენამდე შეათანხმოს სსიპ „დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან“,- აცხადებენ დაცული ტერიტორიების სააგენტოში.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია