შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ექსკურსია მოეწყო

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 31 მარტი 2019

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის ორგანიზებით სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო-შემეცნებითი ექსკურსია მოეწყო, მარშრუტით - სამეგრელო.

სოფელ ოზურგეთის, გურიანთის, მერიისა და დაბა ურეკის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა ფოთის საკათედრო ტაძარი, ზუგდიდის დადიანების სასახლე, რუხის ციხე, ხეთის ტბა, საზღვრისპირა სოფელ რუხში გამყოფი ხაზი და ხობის მონასტერი მოინახულეს.

ტურის დასასრულს მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის უფროსმა, მარინა ჯაფარიძემ მოსწავლეებს საჩუქრად შემეცნებითი სახელმძღვანელოები გადასცა.

„ჩვენ გვაქვს საგანმანათლებლო პროგრამა იმ ბავშვებისთვის, ვინც სხვადასხვა მიზეზით ექსკურსიებზე წასვლას ვერ ახერხებენ. გარდა იმისა, რომ პროგრამით გათვალისწინებულია საქართველოს ისტორიული ადგილების გაცნობა, ჩვენი მიზანია მათ მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის ტურისტული რესურსების შესახებ, დავმეგობრდეთ, გავიგოთ მათი მიზნები და ჩავრთოთ საინტერესო, ახალგაზრდულ პროექტებში,“- აღნიშნა ჯაფარიძემ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია