გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"საკუთარი ქვეყნის გამნიავებელ ხალხად ვიქეცით... მთავრობაც ისეთი გვყავს, შაჰ აბასიც ვერ ინატრებდა"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 31 მარტი 2019

დრამატურგი, პროექტის „გააგრძელე საქართველოს ისტორია"ავტორი, წამყვანი და თანარეჟისორი გურამ ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„მამული, ენა, სარწმუნოება

ერთი წუთით შევხედოთ ჩვენ თავს გარესამყაროს თვალით და აღმოვაჩენთ, რომ ქართველები ვიქეცით საკუთარი ქვეყნის გამნიავებელ ხალხად. სად ნახავ მსოფლიოში ისეთ ერს, რომელიც ასეთ ედემ - სამშობლოს ასე ბარბაროსულად ექცევა? ვითომ მთავრობაც ისეთი გვყავს, როგორსაც ვერც ინატრებდა ვერცერთი დამაქცევარი შაჰ აბასი: მიწა გინდა?--- მოგყიდის. ბიზნესი გინდა? --- არც გკითხავს სახელმწიფოსთვის საზიანოა თუ არა შენი ბიზნესი, ისე შეგიშვებს ქვეყანაში... ოღონდ ფული გქონდეს, ჯიბე გაუსქელო და ჩვეულებრივი მოქალაქეც კი მზად არის წინაპართა ათასწლოვანი ნაფუძარი მოგყიდოს მიწა-მამულ სახლ-კარიანა. არავითარი პასუხისმგებლობა და სახელმწიფოებრივი აზროვნება. არავითარი განცდა იმისა, რომ ქვეყანა კვდება. უბედურებაა ისიც, რომ ამ ვაქჰანალიურ ფონზე ერის უმეტესი ნაწილი სწორედ იმ ხალხს განიხილავს დაუძინებელ მტრად ვინც ასეთი დამღუპველი პროცესების შეჩერებას ცდილობს. საზოგადოების უმრავლესობა კი ქვეყნის დამანგრეველი ძალების პოლიტაფერისტობებშია ჩაბმული და ათასჯერ მომტყუებელ ადამიანებს ათასმეერთედ ატყუებინებს თავს. არადა ამუშავებულია უკვე მექანიზმი, რომელიც საქართველოს უქართველებოდ განიხილავს. განა რა პრობლემაა ასეთი მცირერიცხოვანი ერის მსოფლიოში გაბნევა, გაწოვა და შერევა, იმ ფონზე როცა თვითონ ეს ერი ყიდის ხელაღებით ------ მამულს, ენას და სარწმუნოებას....“

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია