გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ველით, რომ ივანიშვილი ილია ჭავჭავაძის მკვლელობის გამოძიებას დაიწყებს"- ელისაშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 01 აპრილი 2019

გადაცემა “ხალხის პოლიტიკაში” “სამოქალაქო მოძრაობის” დამფუძნებელმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ ივანიშვილი ილია ჭავჭავაძის მკველობის გამოძიებას დაიწყებს.

“ახლა ველით, რომ ივანიშვილი მთაწმინდაზეც გამოჩნდება, თან მთაწმინდაზე ცხოვრობს და ილია ჭავჭავაძის მკვლელობის გამოძიებას დაიწყებს. ცოტა ხანში ივანე მაჩაბლის გაუჩინარების დამდგენ კომისიასაც შექმნიან.

რაც შეეხება იმას, ჩვენ რას ვაკეთებთ, წარვადგინეთ ლევან იოსელიანი. ფართო საზოგადოებაში შეიძლება არ იცნობს, მაგრამ ზუსტად ისეთი ადამიანია, რომელიც სჭირდება ქართულ პოლიტიკას. სულ ერთი და იგივე ხალხს ვუყურებ, რომლებიც გადადიან და გადადიან სხვადასხვა პარტიებში. ახალი სისხლი და ჰაერი სჭირდება პოლიტიკას. ლევან იოსელიანი დავარწმუნე რომ დადგეს და შემოვიდეს პოლიტიკაში, აი ამას ვაკეთებ”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა “ხალხის პოლიტიკაში.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია