შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

როდის დაუბრუნდებათ საპენსიო სქემიდან გასულ მოქალაქეებს თანხა

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 02 აპრილი 2019
დაგროვებით საპენსიო სქემაში ნებაყოფლობით ჩართულ პირებს, ანუ მათ, ვისაც 2018 წლის ექვს აგვისტოს უკვე შეუსრულდათ 40 წელი ან მეტი, შეუძლიათ საპენსიო სქემა დატოვონ.
საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, სამი თვის ათვლა იმ თარიღიდან იწყება, როდესაც ბუღალტერმა თქვენი პირველი საპენსიო შენატანი განახორციელა და დეკლარაცია დახურა.

დაგროვებითი საპენსიო სქემის დატოვების შესახებ განცხადების დაწერა შესაძლებელია საპენსიო სააგენტოს ოფისში, რომლის მისამართია ყიფშიძის 7ბ, ასევე სოციალური მომსახურების სააგენტოს ფილიალებში.

„როდესაც თქვენ მიმართავთ სოციალური მომსახურების სააგენტოს ან საპენსიო სააგენტოს, მაშინვე გადიხართ სქემიდან. სქქეიდან გასვლის უფლება გაქვთ პირველი საპენსიო შენატანიდან სამი თვის შემდეგ. დავუშვათ იანვრის ბოლოს გაკეთდა შენატანი, აქედან გადაითვით სამ თვეს. გამოდის რომ საპენსიო ფონდში მეოთხე თვესაც, ანუ აპრილშიც მოგიწევთ გადარიცხვა, თუმცა ეს თანხა არ დაიკარგება და ოთხივე თვის დაგიბრუნდებათ უკან. თანხის დაბრუნებას რაც შეეხება, კანდონმდებლობით დადგენილია 60 დღიანი ვადა, თუმცა გააჩნია რა ოდენობის ადამიანი მოისურვებს სქემიდან გასვლას, ვეცდებით მინიმალურ დროში დავაკმაყოფილოთ მოქალაქეები. კანონის თანახმად, საპენსიო სააგენტო ვალდებულია დაგროვილი დანაზოგიდან 2% დაუბრუნოს სახელმწიფოს, ხოლო 4% დამსაქმებელს, დამსაქმებლი კი უბრუნებს დასაქმებულს,"-განუცხადეს speqtri.ge-ს საპენსიო სააგენტოში.

დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩართვისა და გასვლის თარიღი შეგიძლიათ შეამოწმოთ საპენსიო სააგენტოს ვებ-გვერდზე არსებულ თქვენს პირად პროფილზე. სქემაში ჩართვიდან სამი თვის შემდეგ განცხადების დასაწერად (სქემის დატოვების თაობაზე) გაქვთ მხოლოდ ორი თვე. თუ ამ ხნის განმავლობაში არ დატოვეთ სქემა, დაგროვებითი საპენსიო სისტემის მონაწილე დარჩებით.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია