შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბორჯომის საკრებულოში განათლების კომისიის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 01 აპრილი 2019
„პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატის, ვიოლეტა ბალახაშვილის განცხადების შემდეგ სხდომა „ერთიანი ნაციონალური მოძრობის“ დეპუტატმა ბაკურ გელაშვილმა და „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა ბაქარ შირაძემ დატოვეს. „ვიოლეტა ბალახაშვილი კარგადაც მუშაობდა და კარგადაც უძღვებოდა თავის საქმეს, ახლა კი აიძულეს დაეტოვებინა თანამდებობა. მიზეზი ისაა, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატების შეყვანა უნდათ კომისიების თავმჯდომარეებად, ამიტომ დავტოვეთ სხდომა და წამოვედით“, – ამბობს ბაქარ შირაძე. თავად ბალახაშვილი პოზიციიდან წასვლის მიზეზებზე არ საუბრობს: „ ჩემი სურვილი იყო, დავწერე განცხადება და წამოვედი. ახლა არ მცალია ძალიან ბევრი საქმე მაქვს, სხვა დროს დამირეკეთ და გეტყვით მიზეზს“, – გვითხრა მან სატელეფონო საუბარში. ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი კი ამბობს, რომ „ბალახაშვილის კომისიის გადაწყვეტილებებს აღმასრულებელი ხელისუფლება არ ითვალსწინებდა. ყოველთვის წინააღმდეგობები ხვდებოდა სხვადასხვა საკითხში და გადაწყვიტა საბოლოოდ დაეტოვებინა ეს თანამდებობა“.საკრბულომ დღესვე, სხდომის მიმდინარეობისას განათლების სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიიის თავმჯდომარედ ფარული კენჭისყრით, „ქართული ოცნების“ დეპუტატის რევაზ ლაშხი აირჩია. რევაზ ლაშხი
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია