შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გორის ჰოსპიტალის ცნობით სამხედრო მოსამსახურეს ,,ლირიკა" ესაჭიროება

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 03 აპრილი 2019
გორის ჰოსპიტალში ერთი ცალი პრეპარატი ,,ლირიკა" ესაჭიროებათ. ამის შესახებ ჰოსპიტლის დირექტორმა შესყიდვების სააგენტოს მიმართა. სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლის ცნობით, ერთ-ერთ სამხედრო მოსამსახურეს გაუსაძლისი ტკივილები აწუხებს და მისთვის საჭიროა ამ პრეპარატის შეძენა. ,,სამხედრო ჰოსპიტალში არის ხოლმე კონტინგენტი, რომლებიც ფანტომური, გახანგრძლივებული, გაუსაძლისი და სხვა სახის ტკივილების მოსახსნელად იყენებენ პირველ ჯგუფის მედიკამენტ "ლირიკას". სხვა სახის მედიკამენტი არასაკმარისია აღნიშნული ტკივილის სინდრომის მოსახსნელად.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია