შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ორი საქართველო უპირისპირდება ერთმანეთს"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 02 აპრილი 2019

"ივანიშვილი დიდი სიმპათიით სარგებლობს, რადგან მოსახლეობა მასში იმ კაცს ხედავს, რომლის საშუალებითაც სააკაშვილის ჩამოშორება გახდა შესაძლებელი მაშინ, როცა ჩვენ ავტორიტარული სახელმწიფოდ გადაქცევის გზას ვადექით და რადგან მოსახლეობა დარწმუნებულია, რომ სხვა ამას ვერავინ შეძლებდა"
ეს სიტყვები ეკუთვნის პრეზიდენტადწოდებულ სალომეს, რომელიც მან გერმანულ გამოცემას მისცა. კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ ხელისუფლება ყველა ხერხით ცდილობს ქვეყანაში მიმდინარე იდეოლოგიური ბრძოლის დაყვანას ორი ადამიანის დაპირისპირებამდე. ამარტივებენ და აკნინებენ იდეოლოგიური ბრძოლის შინაარსს. სინამდვილეში კი ეს გახლავთ ორი გზის, ცხოვრების ორი წესის, დასავლურისა და რუსული წესის ბრძოლა. ეს ბრძოლა ბევრად ღრმა და ფუნდამენტურია და ამ ბრძოლაში ორი ადამიანი კი არა ორი საქართველო უპირისპირდება ერთმანეთს "!-ასე გამოეხმაურა პრეზიდენტის ინტერვიუს უცხოურ გამოცემასთან, საქართველოს ყოფილი ელჩი ჩინეთის რესპუბლიკაში, მამუკა გამყრელიძე. 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია