სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რა ინფორმაცია აქვთ ახალქალაქსა და ნინოწმინდაში ევროინტეგრაციის შესახებ– MDF–ის კვლევა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 03 აპრილი 2019
კვლევის პრეზენტაცია, დღეს, სამ პარილს, ახალციხეში ავტორებმა თამარ კინწურაშვილმა, სოფო გელავამ და ანა ჩიტალაძემ გამართეს. მათი თქმით, ეთნიკური უმცირესობებისთვის მთავარი საინფორმაციო წყარო რუსული საინფორმაციო საშუალებებია, უფრო კონკრეტულად კი ყველაზე ხშირად ოთხ ქართულ და ათ რუსულ ტელეარხსს უყურებენ. შედეგად კი ეთნიკურ უმცირესობები ხშირად კრემლის პოზიციებსა და მიზანმიმართულ ანტიდასავლურ დეზინფორმაციას სიმართლედ აღიქვამენ.„ჩვენ ვნახეთ პირდაპირი კავშირი რუსული სატელევიზიო არხების გზავნილებსა და საზოგადოების დამოკიდებულებებს შორის. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია შედგეს რეგიონებზე შემუშავებელი სამოქმედო გეგმა იმისთვის, რომ უმცირესობები არ იყვნენ მეზობელი ქვეყნების საინფორმაციო საშუალებების გავლენის ქვეშ. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ფოკუსირება კვლევის ამ ნაწილზე მოახდინოს“, – ამბობს MDF–ის აღმასრულებელი დირექტორი თამარ კინწურაშვილი.მისი თქმით, კვლევის მიზანი უმცირესობებთან კომუნიკაციის გაუმჯოესებაა: „მაგალითად, ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით არსებობს შიშები, რადგან ეთნიკური უმცირესობები ადვილად იჯერებენ მსგავს კონსპირაციებს. ამის მიზეზია ენობრივი ბარიერი, მათ ქართულად არავინ ელაპარაკება. მნიშვნელოვანია ამ პრობლემის მოსაგვარებლად დაიგეგმოს გრძელვადიანი კამპანია და განეიტრალდეს ის შიშები, რომლებსაც რუსეთი მუდმივად თესავს ჩვენს მოსახლეობაში“.კვლევაში საუბარია რუსული საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებულ ყალბ ინფორმაციასა და ნარატივებზეც, რომლებიც ეთნიკურ უმცირესობებში სიმართლედ აღიქმება.ყალბი ინფორმაციის ნუსხიდან ყველაზე დამაჯერებელი რესპონდენტებისთვის ის დეზინფორმაცია აღმოჩნდა, რომლის თანახმადაც, ამერიკა ახლო აღმოსავლეთში ტერორისტებს უჭერს მხარს, რათა ნავთობის რესურსები მოიპოვოს (79,7%), რაც კორელაციაშია რუსული ტელევიზიების ნარატივთან, რომელიც ამერიკის აგრესიულ პოლიტიკასა და ტერორიზმთან კავშირზე ამახვილებს ყურადღებას.კონსპირაცია, რომ საქართველოს NATO-ში გაწევრიანების შემთხვევაში, სამცხე-ჯავახეთში თურქეთის ჯარი განთავსდება, დამაჯერებელი ნინოწმინდაში 56,2%, ხოლო ახალქალაქში 50%–სთვის აღმოჩნდა. ევროკავშირთან დაკავშირებით გავრცელებული დეზინფორმაციებიდან სირიელი ლტოლვილების მიღების ვალდებულება და მოსაზრება, რომ რუსული ბაზარი უფრო სტაბილურია, ვიდრე ევროკავშირის, ყველაზე მეტი რესპონდენტისთვის სარწმუნო ნინოწმინდის ფოკუს ჯგუფში 93,7%–ია. ახალქალაქსა და ნინოწმინდაში ასევე სჯერათ რუსული მედია სააგენტოების მიერ გავრცელებული დეზინფორმაციის, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოს სირიელი ლტოლვილების მიღებას ავალდებულებს. აღნიშნული სიყალბე ახალქალაქის ფოკუს ჯგუფის წევრების 56,2%–სთვის სიმართლეა. ნინოწმინდაში კი გაცილებით მეტს – 93,7% სჯერა ამის. კვლევაში ფოკუს ჯგუფების მონაწილეების მიერ სხვა რუსული „ფეიკ ნიუსებიც“ დასახელდა, როგორც სიმართლე.ტელეარხების გარდა, ეთნიკური უმცირესობების მიერ მათ საინფორმაციო წყაროდ სამცხე–ჯავახეთიდან რადიო „ნორი”, ონლაინ მედია „სამხრეთის კარიბჭე“ და „JNews.ge“ დასახელდა. ამასთან ერთად, ფოკუს ჯგუფების წევრების თქმით, ინფორმაციას „ფეისბუქის“ საშუალებით 25,6%, ხოლო „ოდნოკლასნიკით“ საშუალებით 65,5% იღებს.„მედიის განვითარების ფონდის“კვლევა ხელისუფლებას, საერთაშორისო და ადგილობრივ, ასევე კვლევით ორგანიზაციებს, მედია საშუალებებს, არასამთავრობო და პროფესიულ ორგანიზაციებს და საზოგადოებრივ მაუწყებელს რეკომენდაციებსაც სთავაზობს. სრული კვლევა შეგიძლიათ იხილოთ აქ.[ავთო ინასარიძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია