შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალქალაქში, სოფელ ხულგუმოსთან, სალოცავში ხატები დააზიანეს

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 აპრილი 2019
ამის შესახებ ინფორმაციას jnews.ge ავრცელებს. ადგილობრივებს სალოცავის კარი სამ აპრილს დილით ღია დახვდათ, შიგნით ხატები და ლოცვის წიგნები კი დაზიანებული და ძრის დაყრილი.„დილით რომ მივედით ყველაფერი ძირს ეყარა დამტყვრეული. ხატები სულ დახაზული იყო და ჩამოხეული. გაფუჭებულია წმინდა გამოსახულებები“, – ამბობენ ადგილობრივები jnews.ge-სთან საუბარში. სალოცავი მე–13 საუკუნეშია აგებული. მას კულტურული მემეკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2018 წლის 16 მაისს აქვს მინიჭებული. აქ სალოცავად არა მხოლოდ ხულგუმოსა და ბავრაში, არამედ სხვა სოფლებში, ასევე ახალქალაქში მცხოვრებლებიც დადიან. „არასდროს აქ არსებულ სოფლებში რაიმე კონფლიქტი, მითუფრო რელიგიურ ნიადაგზე არ ყოფილა. არავინ იცის ვის შეიძლება დაეზიანებინა სალოცავში ხატები და სხვა ნივთები“, – ამბობს „სამხრეთის კარიბჭესთან“ სატელეფონო საუბარში jnews.ge–ს რედაქტორი რიმა ღარიბიანი. დაიწყო თუ არა მომხდარზე გამოძიება, პასუხს შინაგან საქმეთა სამინისტროდან ამ დრომდე ველოდებით. ასევე, უცნობია, დაზიანებულია თუ არა შიგნიდან კულტურული მემეკვიდრეობის ძეგლი. ძეგლთა დაცვის სააგენტოში გვითხრეს, რომ მომხდარს გააკრვევენ და დაგვიკავშირდებიან. [sknews. ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია