შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კახეთის გუბერნატორის მოადგილედ პლატონ კალმახელიძე დაინიშნა

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 აპრილი 2019

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილედ თელავის ყოფილი მერი დაინიშნა.

როგორც „კახეთის ხმას“ პლატონ კალმახელიძემ განუცხადა, ის ძირითადად დეცენტარლიზაციის მიმართულებით იმუშავებს. კალმახელიძის თქმით, მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანი რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის გაზრდის ხელშეწყობაც იქნება.

„დიდი მადლობა მთავრობას, იმ ადამიანებს, რომლებმაც ნდობა გამომიცხადეს და ამ თანამდებობაზე დავინიშნე. მე ვიმუშავებ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან. რეგიონი სერიზული გამოწვევის წინაშეა. თვითმმართველობის მიმართულებით მიმდინარეობს აქტიური რეფორმები. აქტიურად ვიმუშავებ დეცენტრალიზაციისა და ასევე ჩვენი მხარის ეკონომიკური პოტენციალის გაზრდის მიმართულებებით. აქტიური ურთიერთობა გვექნება დონორ ორგანიზაციებთან“, – განაცხადა პლატონ კალმახელიძემ.
ის ქალაქ თელავის მერად 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს აირჩიეს.

ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია