გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ხალხი ცხვარივითაა, მთავრობა სულელი"- რა შემოსავლებით არსებობენ გურულები

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 03 აპრილი 2019

მაშინ როდესაც ერთი წლის განმავლობაში  საქართველოს  ხელისუფლებამ რესტორნებში - 9 მილიონ  ლარამდე  დახარჯა და ეკონომიკის მინისტრ გიორგი ქობულიასთვის ეს თანხა ბევრი არაფერია....ამ დროს, საქართველოს მოსახლეობა უკიდურეს სიდუხჭირეში ცხოვრობს. გაძვირებული პროდუქტების, კომუნალური გადასახადების და ზოგადად გაძვირებული ცხოვრების ფონზე „გურიის მოამბე" დაინტერესდა, თუ რამდენ ლარს ხარჯავს ყოველთვიურად   საშუალოდ მაცხოვრებელი  ოჯახი და რამდენი ლარი იქნებოდა საკმარისი ოჯახის ნორმალური არსებობისთვის, ამ კითხვით რამდენიმე ოზურგეთელს მივმართეთ და მათი შეფასებებიც მოვისმინეთ:

ნ.გოგუაძე: „როგორი სულელი ხალხიც გვყავს, ისეთი სულელია ჩვენი მთავრობაც. ცხვრებივით საითაც დაუძახებენ ამ ხალხს იქით მიდიან.ოჯახებს ძირითადად პენსიონერები ინახავენ დღეს,200 ლარი რა არის,ვის უნდა ეყოს? ზოგი მაგდენს მხოლოდ კომუნალურებში ხარჯავს,წამლები ისეა გაძვირებული,რომ კვდებოდე ვერ იყიდი,ან შედით ბაზარში და ცეცხლი უკიდია ყველაფერს,კარტოფილი 80 თეთრი ღირდა და 1.50 თეთრზე ავიდა,ყველაფერი გაძვირებულია კატასტროფულად,ცოტაც საარსებო საშვალება კი არა მალე შიმსილით დაიხოცება ხალხი.ან ეს ცხოვრება მარტო იმისთვისაა რომ მხოლოდ საჭმელი ვჭამოთ? სხვა არაფერი გვინდა? ადრე მახსოვს რომ 200 ლარად ხალხი ცხოვრობდა და დასასვენებლადაც დადიოდა, ახლა ნახეთ როგორ გაუბედურებულ დღეში ვართ. ეს მთავრობა უნდა დასვა 200 ლარზე,მათი ოჯახები და ვნახოთ როგორ იცხოვრებენ.რთულია ვთქვა რამდენი ეყოფა ჩემს ოჯახს ყოველთვიურად,ყოველდღე ძვირდება ყველაფერი და ერთი თვის თავზე უფრო მეტი საჭიროება გაჩნდება. სანამ ადამიანურად არ დაიწყებს მთავრობა  ხალხზე ფიქრს და ღმერთის შიში არ ექნება, იქმდე არაფერი არ გვეშველება.“

ზ.ვ: „აგერ ვზივარ შვილო ქუჩაში,ვერაფერს ვყიდი,დიაბეტიანი ქალი ვარ, ექიმი მჭირდება და წამალი,მაგრამ სადაა მაგის ფული? სული გაგვძვრება სადაცაა, უმძიმეს მდგომარეობაში ვართ, ძლივს გაგვაქვს თავი, 300-400 ლარი მაინც რომ გვქონდეს შემოსავალი აქ კი აღარ დავჯდებოდი ქუჩაში,სახლში ვიქნებოდი და მოვუვლიდი ოჯახს. არაფრის იმედი აღარ მაქვს.“

ლ.სალუქვაზე: „ამნაირი დრო არ მახსოვს, ვმუშაობდით და იმედიც გვქონდა მომავლის,ახლა უიმედოდ ვართ დარჩენილები, ჩემი სამსახურით 6 სულიან ოჯახს ვინახავდი და მხნედ ვიყავი, ახლა სახლში მისვლა აღარ მინდა, ხელებში მომჩერებიან შვილიშვილები, ბებია რა მომიტანეო. ასე ღმერთის შემყურე და მოიმედე დავრჩი მარტო. შვილები ვერ მუშაობენ,ერთი ავად მყავს. ჭამაზე ვფიქრობთ მხოლოდ, მეტზე არაფერზე ამნაირი დრო არცერთი ხელისუფლების დროს არ ყოფილა. მეშინია ბავშვები შიმშილით არ დამეხოცონ, დიდებს ვიღა ჩივის, ამდენ პირდაბჩენილს 2000 ლარიც არ ეყოფა მარტო გამოსაკვებად.“

 ქუჩის გამოკითხვის ვრცელ რეპორტაჟს,  "გურიის მოამბე" შემოგთავაზებთ ორშაბათის ნომერში.

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია