გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ექსკლუზივი: სერი ანასეულის საარჩევნო ოლქში გამარჯვებისთვის "ევროპული საქართველოდან" კობა ზაქარეიშვილი იბრძოლებს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 აპრილი 2019

როგორც "გურიის მოამბესათვის" გახდა ცნობილი 19 მაისს დანიშნული შუალედურ ადგილობრივი არჩევნებში, სერი ანასეულის მაჟორიტარულ ოლქში, "ევროპული საქართველოდან" კანდიდატი კობა ზაქარეიშვილი იქნება.

ეს ინფორმაცია "გურიის მოამბეს" "ევროპულ საქაართველოში" ოფიციალურად არ დაუდასტურეს თუმცა არც უარყვეს.

2005 წელს ჩოხატაურის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, 2006-08 წლებში ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე, ბოლო წლებში თბილისში, პარტიის ცენტრალურ ოფისში მოღვაწეობს.

ზაქარეიშვილი  დავით მდინარაძის ("ქართული ოცნება"), კაკო თავდუმაძის (დამოუკიდებელი) და ტოგო ჭელიძის (დამოუკიდებელი) შემდეგ ამ ოლქში დასახელებული მეოთხე კანდიდატი იქნება.

ცენტრალურ დონეზე მიუღწეული შეთანხმების შესაბამისად ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილი, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობა"  მხარს "ევროპული საქართველოს" კანდიდატს დაუჭერს.

ასე რომ გურიაშიც, კერძოდ კი ოზურგეთში ამომრჩევლებს "ცხელი მაისი" ელოდებათ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია