როგორც "გურიის მოამბეს" ადგილიდან ატყობინებენ, ამ წუთებში ლანჩხუთის ადმინისტრაციული შენობის წინ ერთი მამაკაცი დააკავეს.
ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, დაკავებული ოზურგეთში მცხოვრებია. პოლიციამ ნივთმტკიცებად ნარკოტიკული ნივთიერება და გადაჭრილი თოფი ამოიღო.
ჩვენ დეტალებს ვარკვევთ და ვრცელ ინფორმაციას მოპოვებისთანავე მოგაწვდით.