სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

TI: გამოკითხულთა 53%–ის აზრით სასამართლო მმართველი პარტიის გავლენის ქვეშაა

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 05 აპრილი 2019
მოქალაქეების აზრით, სასამართლოში არ უნდა მუშაობდნენ ის ადამიანები, რომლებიც წარსულში ზეწოლის შედეგად უსამართლო გადაწყვეტილებებს იღებდნენ.გამოკითხულთა 53% მიიჩნევს, რომ სასამართლო მმართველი პარტიის გავლენის ქვეშაა. ხოლო კითხვაზე, არის თუ არა სასამართლო სამართლიანი, მხოლოდ 25% ამბობს, რომ სამართლიანია, 50%–სთვის კი უსამართლოა.ამასთან ერთად, გამოკითხულთა 43%–ის აზრით, სასამართლოში ე.წ. კლანი არსებობს, ხოლო მათი (43%–დან, ვინც კლანის არსებობას მისცა ხმა) 87% ფიქრობს, რომ ე.წ. კლანის წევრი მოსამართლეები ხელისუფლებაში მყოფი პირების მხარდაჭერით სარგებლობენ. გამოკითხვა ქვეყანაში არსებული ინსტიტუტების მიმართ ნდობასაც შეეხო და გამოვლინდა, რომ საზოგადოება სასამართლოს გარდა ნაკლებად ენდობა საქართველოს პარლამენტსა და მედიას. ყველაზე სანდოდ კი ეკლესია, მასწავლებლები და ექიმები დასახელდნენ.კვლევა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დაკვეთით, „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის” (CRRC) მიერ, 2019 წლის 20 თებერვლიდან ხუთ მარტამდე პერიოდში ჩატარდა და ქვეყნის მასშტაბით 2087 ადამიანი გამოკითხა, კვლევის საშუალო ცდომილება 2,3%-ს შეადგენს.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია