მსახიობმა და ტელეწამყვანმა დუტა სხირტლაძემ მწერალ ტორესა მოსთან ერთად მოძრაობა სახელწოდებით „წამოდი თელავში“ დააარსა.
იდეის ავტორის თქმით, ისინი მოძრაობის ფარგლებში თელავის მონახულების ნებისმიერ მსურველს ეპატიჟებიან და საინტერესო ტურს სთავაზობენ.
იდეის ავტორები ასევე საზაფხულო სკოლის შექმნას აპირებენ, სადაც 12-დან 17 წლამდე ასაკის მოსწავლეებს მიიღებენ, სადაც მუსიკის, სამსახიობო ხელოვნების, ფოტოხელოვნების, სოციალური მედიის და სხვა მიმართულებებზე ლექციებს მოწვეული ცნობილი ლექტორები წაიკითხავენ.
თელავის მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა ფიქრია ყუშიტაშვილმა “კახეთის ხმას” განუცხადა, რომ აღნიშნული ინიციატივა ქალაქის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.
,,იდეის ავტორებისგან ოფიციალური წერილი ჯერ არ მოგვსვლია და დეტალები შესათანხმებელია. ძალიან კარგი იდეაა და ეს ხელს შეუწყობს ჩვენი ქალაქის პოპულარიზაციას, ახალგაზრდების განათლებას , მათ დამეგობრებას და დაახლოვებას, ასევე ბევრ მეგობარს შეიძენს თელავი’’,-განაცხადა ფიქრია ყუშიტაშვილმა.