გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

(R)გურიის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, აკაკი შენგელიამ დაბა ურეკში ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 აპრილი 2019

გურიის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე, აკაკი შენგელია დაბა ურეკში იმყოფებოდა. მან ოზურგეთის მერის მოადგილესთან ოსიკო თოთიბაძესთან, მერის წარმომადგენელ დათო რობაქიძესა და ურეკის მაჟორიტარ დეპუტატ, გოჩა მიდინარაძესთან ერთად ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.

დაბა ურეკში წყლისა და კანალიზაციის მასშტაბური სამუშაოები მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ურეკს წყლისა და კანალიზაციის სრულიად ახალი, გამართული ინფრასტრუქტურა ექნება. პროექტის დასრულების შემდეგ, 3 000 - მდე ადგილობრივი და იქ ჩასული ათასობით დამსვენებელი 24 - საათიანი წყალმომარაგებით იქნებიან უზრუნველყოფილნი. აღსანიშნავია, რომ დაბა ურეკში ექსპლუატაციაში პირველად შევა წყალარინების გამწმენდი ნაგებობა, სადაც ჩამდინარე წყლების წმენდა სრული ბიოლოგიური ციკლის დაცვით მოხდება. შედეგად, მნიშვნელოვნად შეამცირდება შავი ზღვის აუზის დაბინძურების რისკებს. სამშენებლო სამუშაოების ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებულია. ურეკის წყალმომარაგება - წყალარინების სისტემის და გამწმენდი ნაგებობის სამშენებლო სამუშაოს საერთო ღირებულება 78 მლნ ლარზე მეტია, პროექტებს აზიის განვითარების ბანკი (ADB ) აფინანსებს.

დაბა ურეკში ბულვარის და მისი მიმდებარე ქუჩების, ასევე, ბულვარზე გასასვლელების მოწყობისა და რეკონსტრუქციისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯება. შესაბამისი სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 5 627 316 ლარია. პროექტი მოიცავს ურეკის ბულვარისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის, ე. თაყაიშვილის ქუჩისა და ასევე, ბულვარის პარალელური ქუჩის სამშენებლო სამუშაოებს. მოეწყობა ბორდიურები, ტროტუარი, სავალი ნაწილი ორივე მხარეს ფილაქნით, ახალი სანათები მთელს ქუჩაზე. გარე განათების სრულიად ახალი სისტემა. რაც შეეხება თავად სანაპირო ზოლს ანუ ბულვარს – მოეწყობა ცენტრალური შესასვლელი (საჩრდილობლით); ფეხით მოსიარულეთა ბილიკი და ველობილიკი; მთავარი მოედანი (მოსასვენებელი ზონა საჩრდილობლებით); სველი წერტილები, რომლებიც ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის; ბულვარის მთელს სიგრძეზე მცირე მოედნები ღია სეზონური კაფეებისთვის და კომერციული ობიექტებისათვის. განხორციელდება ე. თაყაიშვილის ქუჩისა და ბულვარის დამაკავშირებელი გასასვლელების რეკონსტრუქცია; მოეწყობა მცირე არქიტექტურული ფორმები და ბულვარის ინვენტარი; რეკრეაციული ზონები; ბავშვთა გასართობი მოედნები/ზონები სპორტული აქტივობებისთვის, სანაპირო ზოლის მთელს სიგრძეზე. პროექტით გათვალისწინებულია ასევე დეკორატიული გამწვანებისა და მოსასვენებელი ზონების, ველოსიპედების გასაქირავებელი ადგილის, პარკინგის და გაჩერებების მოწყობა.

ურეკში უახლოს პერიოდში ყოფილი საბავშვო ბაღის შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდება, სადაც განთავსდება ამბულატორია.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია