შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ოცნება " ყველაფერზე წავა რომ გაიმარჯვოს"- ძაბირაძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 05 აპრილი 2019

 ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე მომდინარე პოლიტიკურ მოვლენებს აფასებს:

„ოცნებისთვის" ყველა ოლქი მნიშვნელოვანია ახლა, რულოვსის ზუგდიდში დასახელებამ კი ვითარება გაამწვავა. სიტუაციიდან გამომდინარე სჯობდა ზიგდიდში რულოვსი არ დაესახელებინათ, რადგან სხვას მოგების უფრო მეტი შანსი ექნებოდა. თუმცა მეორე საკითხია ის, რომ „ოცნებას" არა თუ ზუგდიდის, საერთოდ არც ერთ ოლქში წაგების ფუფუნება არ გააჩნია. ნებისმიერ ოლქში წაგება რღვევის დასაწყისი იქნება, ამიტომ ყველა უბანში ყველფერზე წავა, რომ გაიმარჯვოს. როცა ვამბობ, რომ რულოვსს სჯობდა სხვა, სხვა ამ საერთო სურათში ჩაეწერებოდა. რულოვსის ზუგდიდში დასახელება „ნაცმოძრაობის" მხრიდან უფრო პროვოცირების სურვილს ჰგავს და ეს საკმაოდ ცუდად მუშაობს „ნაციონალებისთვის". რულოვსის დასახელება ეს არის მთელი „ქართული ოცნების" გამოწვევა, ამიტომ ყველაფერზე წავა, რომ განსაკუთრებით ზუგდიდში არ წააგოს.

 გულწრფელად რომ გითხრათ, ლეგიტიმაცია ნაკლებად მაწუხებს. მე მეშინია და მაწუხებს ჩვენ სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივიდეთ. აქ საუბარი არ არის 11 ევროპარლამენტარის განწყობაზე და ეს წერილი არ არის ერთჯერადი მოკითხვის ბარათი. ეს არის დასავლეთის განწყობა და იმედი მაქვს, რომ არჩევნებამდე დარჩენილ ორ წელში ხელისუფლებასთან მუდმივად იქნება კომუნიკაცია. არც შევარდნაძე წასულა თავისი ნებით, კარგი გარანტიები მიიღო ამერიკიდანაც და რუსეთიდანაც, და არ სააკაშვილი, მანაც გარანტიები მიიღო. ასე რომ, აქაც მსგავსი რამ იქნება, აქაც ჩაერევიან ისე, რომ დაპირისპირებამდე არ მივიდეს საქმე. ეს წერილი ნიშნავს, რომ დასავლეთმა ეს პროცესი უკვე დაიწყო, ამიტომაც მგონია, რომ ხელისუფლება უფრო მეტი ყურადღებით უნდა მოეპყრას ამ მიმართვებს. თუ არჩევნები არ ჩატარდა ისე, როგორც საჭიროა, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას დასავლეთიდან ლეგიტიმაციის პრობლემა ექნება და პირველ რიგში, ქვეყნის შიგნით ექნება ლეგიტიმაციის პრობლემა. როცა ქვეყნის შიგნით დგება ხელისუფლების ლეგიტიმაციის პრობლემა, ისე როგორც 2003 წელს და როგორც 2012 წელს, ხელისუფლება იძულებულია წავიდეს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია