ჟურნალისტი და ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ბოლო პერიოდში სხვადასხვა კანონპროექტებთან ან საკითხებთან დაკავშირებით "ოცნების" დეპუტატების დაბნეულობას და ღილაკების არევის თემას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:
"აი ია, აი თითი
აი მწვანე, აი წითელი
ისე, მწვანე და ლურჯი საუბრისას სულ მერევა, მაგრამ ვარჩევ , ამის გამო საკუთარ თავს პარლამენტარობა ავუკრძალე. პირდაპირ პრეზიდენტობა მინდოდა და აღმოჩნდა, რომ ფრანგული არ ვიცი. ჰო, ერთხელ - დიდი ხნის წინ, ერთმა სი...მა - ინგლისური არ იციო მითხრა, მერე იმ ადგილას ქართული რომ არ იცოდა ისეთი ტიპი გაიჩითა.
აბა გავიმეორეთ: აი მწვანე, აი წითელი
მეხი და დოზანა ამ განმარტებისთვის. პოლიტიკურად მაინც შეგეფუთათ"-წერს მირცხულავა.