შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"დროა, შეიცვალოს ქალაქის მერი"- სანდრა რულოვსი ზუგდიდის საკრებულოს სხდომას დაესწრო

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 05 აპრილი 2019

გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომას დაესწრო. 

რულოვსის თქმით, მას აინტერესებდა ის, საკითხები, რაც სხდომაზე განიხილებოდა. 

"ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მათ სურდათ ჩემთვის ეჩვენებინათ რომ ზუგდიდში ყველაფერი ძალიან კარგადაა, რომ არის წინასაარჩევნო რეგულაცია კარგი, საკრებულოს წევრების და მერიის კომუნიკაცია იდეალური და უნდოდათ ეჩვენებინათ, რომ მე აქ ვარ ზედმეტი.

მე აქ არ ვარ ზედმეტი, დროა, აქ შეიცვალოს მერი და შეიცვალოს ქალაქის ხელმძღვანელობა. უნდა დაიწყოს ხალხთან კომუნიკაცია, ზრუნვა, ბიუჯეტის სწორი გადანაწილება და კორუფციული სქემების მოსპობა.

თქვენ იცით სდაც არის ის მერი, რომელიც აირჩიეს, თუ დანიშნეს 2017-ში - ციხეშია კორუფციული გარიგებების გამო. აქ არის კარგი ბიუჯეტი და არაფერი არ კეთდება, ან კეთდება და მოგვიანებით. აქ არის სხვა ინტერესები, სხვა კორუფციული ინტერესები“- განაცხადა სანდრა რულოვსმა. 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია