შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"გურულები პირველობას არავის უთმობდენო"

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 აპრილი 2019

ავტორი, ირაკლი მახარაძე. 

ბევრს არ წაუკითხავს და მათთვის ვაქვეყნებ... 

მამაჩემი ხუმრობით იტყოდა ხოლმე, გურულები ან ჯანყდებოდენ და ომობდენ, ან რევოლუციონერობდენ, ან მთავრობაში ისხდენ, ან ამერიკაში ჯირითობდენ ან კიდევ ტყეში იყვენ ფირალებად გავარდნილებიო; მარა, დაამატებდა, პირველობას არავის უთმობდენო. მის სიტყვებში იყო ჭეშმარიტების მარცვალი. არაა მართალი თუ?! -გინდა ამერიკა აიღე, გინდა გურიის და პირველი რესპუბლიკა და თუ გინდა პირველი ქართული მხატვრული ფილმი და ა.შ... სუნთლა გურულების ნაჩალიჩარია... ჩვენი ქვეყნის ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე გურულები ერთ-ერთი მთავარი ვიოლინოს პარტიას ასრულებდნენ, განსაკუთრებით ეს გამოიხატა XX საუკუნის დასაწყისში, როცა რუსეთის იმპერიას რევოლუციურმა გრიგალმა გადაუარა და მთელ რუსეთში, ასევე საქართველოს სხვადასხვა ნაწილებში, წარმოიშვა რევოლუციური კერები და შეიქმნა ნაძალადევის, გორის, ჭიათურის, ყვირილის, ზუგდიდის და სხვა რესპუბლიკები, ეს მარტო ჩვენთან, რომელთაც სულ მცირე ხნით იარსებეს. მაგრამ არც ერთ რესპუბლიკას არ ღირსებია ისეთი წარმატება და საყოველთაო ყურადღება, როგორც გურიის რესპუბლიკას. ეს იყო უნიკალური მოვლენა, რომელსაც არ მოეძებნება ანალოგი გლეხთა მოძრაობის ისტორიაში, როგორც რუსეთი იმპერიაში, ასევე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. გურიის რესპუბლიკას პარიზის 1871 წლის კომუნას ადარებენ. მათში განსხვავება ის არის, რომ პარიზის კომუნამ დაახლოებით ათი კვირა იარსება, გურიის რეპუბლიკამ კი ფაქტიურად რამდენიმე წელიწადი. თუმცა იმის გამო, რომ პარიზი ევროპის შუაგულში იმყოფებოდა, ეს ამბავი ფართო საზოგადოებისათვის კარგად არის ცნობილი, გურიის რესპუბლიკა კი უფრო მეტად სპეციალისტების ვიწრო წრისათვის... აბა ევროპის შუაგულში ვყოფილიყავით- ახლა ჰამბურგს ბენიაპოლისი ერქმეოდა!
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია