სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალქალაქის მესამე ბაღში აღმზრდელს დედა ბავშვზე ძალადობაში ადანაშაულებს

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 05 აპრილი 2019
ახალქალაქის მესამე ბაღში, შესაძლო ძალადობის ფაქტზე, jnews.ge წერს. მათი ინფორმაციით, ბავშვის დედა ამბობს, რომ მასწავლებელმა მის შვილს სახეში დაარტყა. „ჩემმა შვილმა სახლში თამაში დროს თავის დას უთხრა, რომ აღმზრდელმა მას სახეში გაარტყა, მეც იქვე ვიყავი და გავიგონე. ყვებოდა, აღმზრდელმა რომ დამარტყა ტირილი დავიწყე, მერე მითხრა მოგეფერებიო, მაგრამ მე აღარ მივედიო“, – ყვება დედა jnews.ge–სთან საუბარში. მან მომხდართან დაკავშირებით, ახალქალაქის ბაღების გაერთიანებას და მერიას აცნობა. აღმზრდელი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია: „ასი პროცენტით შემიძლიათ გითხრათ, რომ მსგავსი არაფერი ყოფილა. ძალიან მიყვარს ბავშვები. როცა ეს ამბავი გახმაურდა, ბავშვების მშობლებმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს, სადაც წერენ, რომ ბავშვებს ძალიან ვუყვარვარ“, – ამბობს აღმზრდელი.როგორც მესამე საბავშვო ბაღის მენეჯერმა კარინა საარიანმა "სამხრეთის კარიბჭესთან" სატელეფონო საუბარში განაცხადა, მომხდარს დისციპლინური საბჭო იხილავს და ჯერ გადაწყვეტილება არ გამოუტანიათ. მერიამ კი მშობლის განცხადება პოლიციას გადასცა. მომხდარზე ახალქალაქის რაიონულმა სამმართველომ ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. [მარიამ ბარძიმაძე, ახალქალაქი]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია