4 აპრილს აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის დე ფაქტო პარლამენტმა ე.წ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები შეიტანა, რომელიც დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეტანა-გატანისთვის სამუდამო პატიმრობას, გამონაკლის შემთხვევებში კი სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს.
კანონპროექტის ინიციატორი ე.წ პარლამენტის დეპუტატი დმიტრი დბარი იყო.
სასიკვდილო განაჩენთან დაკავშირებით ოკუპირებულ აფხაზეთში 2007 წლიდან მორატორიუმია გამოცხადებული, რომელიც ამ დრომდე ძალაში იყო. საკანონმდებლო ცვლილება ძალაში 2020 წლის 1 იანვრიდან შევა.