შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

“განახლების პოპტენციალი "ოცნებას" არა აქვს, ნორმალური ადამიანები იქ არ წავლენ” - ხუხაშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 05 აპრილი 2019

"განახლების პოტენციალი ქართულ ოცნებას არ აქვს. ნორმალური ადამიანები იქ არ წავლენ," აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი 2020-ის საპარლამენტო არჩევნებისათვის პარტია "ქართული ოცნების" განახლებაზე გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას.

მისი თქმით, ვერანაირი განახლება პარტიას ვერ უშველის და ამაზე საუბარი ილუზიაა.

"სასაცილოა, ნორმალურ ადამიანს რატომ უნდა უნდოდეს კობახიძესთან მუშაობა?! აქედან გამომდინარე, ეს არის ილუზია, ვერანაირი განახლება ვერ შედგება და თუ შედგება, იქნება უარესი შემადგენლობა, ვიდრე არის დღეს. ამაზე უკეთესი კადრების მოყვანის პოტენციალი ქართულ ოცნებას აღარ გააჩნია.

"პრობლემა სისტემურია და რაც მთავარია ამბიციური, კომპეტენტური, არაკომპრომეტირებული ადამიანები ქართულ ოცნებას უყურებენ, როგორც წარსულს და არა როგორც მომავალს," - აცხადებს ექსპერტი.

მისივე განცხადებით, "ქართული ოცნების" წევრების მიერ გაკეთებული განცხადებები ლოზუნგებია და სჯობს ხალხს საქმით დაუმტკიცონ.

"ეს ყველაფერი არის ლოზუნგები, ასჯერ ნათქვამს ერთხელ ნანახი სჯობია, გვაჩვენონ და მერე ვილაპარაკოთ," - აცხადებს ხუხაშვილი.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია