შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კვლევა: ალკოჰოლი ტვინს მისი მოხმარების შეწყვეტის შემდეგაც აზიანებს

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 06 აპრილი 2019

BBC-ის ცნობით, მეცნიერებმა შეისწავლეს ის ცვლილებები, რაც ტვინში ალკოჰოლის ზემოქმედების შედეგად ხდება. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ნერვიული უჯრედების დეგრადაცია ალკოჰოლის ბოლო მოხმარებიდან 6 კვირის განმავლობაში გრძელდება. 

„არავის არ სჯეროდა, რომ ალკოჰოლის მიღების შეწყვეტის შემდეგაც ტვინის დაზიანების პროგრესირება გაგრძელდებოდა“ - ამბობს მკვლევარი და ბარსელონას უნივერსიტეტის პროფესორი სანტიაგო კანალსი. 

ექსპერიმენტის შედეგი გამოცემა JAMA Psychiatry-ია გამოქვეყნებული. 

მეცნიერებმა 90 კაცის მაგნიტური ტომოგრაფიის სურათები განიხილეს, რომლებიც ალკოჰოლის ჭარბი გამოყენების გამო იყვნენ ჰოსპიტალიზირებული. აღმოჩნდა, რომ პაციენტების ტვინში ნეგატიური ცვლილებები მაინც ხდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ სპირტიანი სასმელის მიღებიდან რამდენიმე კვირა იყო გასული. 

იმისთვის, რომ მეცნიერებს უკეთ გაეგოთ ამ ცვლილებების მიზეზი, ვირთხებზე ცდები ჩაატარეს. მღრღნელები ალკოჰოლს მიაჩვიეს და შემდეგ სპირტიანი სასმელის მიწოდება შეუწყვიტეს. მეცნიერები მათ ტვინში მიმდინარე პროცესს დააკვირდნენ. 

ყველაზე მეტად ტვინის ნაწილი ჰიპოკამპი დაზიანდა- რომელიც ემოციების ფორმირებაზეა პასუხისმგებელი. და ხანგრძლივ მახსოვრობას უზრუნველყოფს. 

უფრო ადრინდელმა კვლევამ აჩვენა, რომ ალკოჰოლის გამოყენება აზიანებს ჰიპოკამპსდა აჩენს მახსოვრობის პრობლემებს. 

აქამდე არ იყო ცნობილი იბრუნებდა თუ არა ჰიპოკამპი დაკარგულ ფუნქციას, მას შემდეგ როცა ადამაინი ალკოჰოლზე საბოლოოდ ამბობდა უარს. 

კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, სპირტიანი სასმელი აგრძელებს ნეგატიურ გავლენას ტვინზე ბოლო მოხმარებიდან 6 კვირის განმავლობაში. თუმცა მეცნიერები არ გამორიცხავენ, რომ ტვინის დაზიანების პროცესი შემდეგაც გრძელდება. 

www.shutterstock.com

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია