შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"უთხარით, უთხარით საკუთარ შვილებს-ისწავლონ საკუთარი სამშობლოს გადასარჩენად"!

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 06 აპრილი 2019

"მე უნდა მესწავლა... 
მესწავლა, რადგან მადარებდნენ თაკოს და მალხაზს, გიოს და გვანცას, დათოს და ნატოს. მეუბნებოდნენ, რომ ისინი ჩემზე უკეთესები იყვნენ...
მე უნდა მესწავლა. მესწავლა, რადგან ფოსტალიონ კასუმასავით უზარმაზარი ჩანთა ზურგით არ მეთრია და წელში არ გავმწყდარიყავი...
მე უნდა მესწავლა... მესწავლა, რადგან ტრაქტორისტ მიტოსავით მაზუთში ამოგანგლულს არ მევლო...
უნდა მესწავლა იმისათვის, რომ სხვას კი არა, თავად წამომეკრა ვიღაცისთვის კეფაზე ხელი...
უნდა მესწავლა იმისთვის, რომ არავის სჭირდებოდა უდიპლომო სასიძო...
მე უნდა მესწავლა, რომ სხვას კი არ დავემცირებინე, არამედ, თავად შემძლებოდა სხვათა დამცირება და ზემოდან ყურება...
მე მასწავლიდნენ, რომ მესწავლა, რადგან გადავრჩენილიყავი...
მახსოვს მე-4 კლასში, კლასის ხელმძღვანელმა სუფთა ფურცლები დაგვირიგა და გვთხოვა დაგვეწერა ვის რა გვინდოდა გამოვსულიყავით...
მეც დავწერე, რომ მინდოდა ვყოფილიყავი იურისტი...
მან ჩემი ჩანაწერი ხმამაღლა წაიკითხა და დამცინა. მითხრა, რომ ამას ვერსაოდეს მივაღწვდი, რადგან ღარიბი ოჯახის შვილი ვიყავი...
და მე ვსწავლობდი, ვსწავლობდი ჯიბრით, რადგან ამ დაცინვაზე შური მეძია...
ვსწავლობდი, ჯიბრს, შურს, პირველობას, ეგოიზმს, დაცინვას, დამცირებას, ყველაფერს იმას, რაც ადამიანური სისუსტეებისთვის ადვილი და მიმზიდველი იყო...
ერთხელაც არ მახსოვს ვინმეს ეთქვა, რომ უნდა მესწავლა მხოლოდ საკუთარი თავის კი არა, სამშობლოს გადასარჩენად...

უთხარით, უთხარით საკუთარ შვილებს, მოსწავლეებს და სტუდენტებს - ისწავლონ საკუთარი ერის და სამშობლოს გადასარჩენად!
რადგან, თუ სამშობლო თავზე დაგექცა მარტო კაცი ვერ გადარჩები!!!!"

ნუგზარ (სულა) სულაშვილი. საფრანგეთი-საქართველოს გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი. ნოველების ავტორი. 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია