შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

" ივანიშვილს ჰგონია, 2012 წელს ჩაიდინა სასწაული "- დავით ბერძენიშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 08 აპრილი 2019

ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

“მას ჰგონია, რომ 2012 წლის 1 ოქტომბერს ჩაიდინა სასწაული. სააკაშვილსაც ჰგონია, რომ 2003 წლის ნოემბერში ჩაიდინა სასწაული. ორივე მაგარი პოლიტიკური მოვლენა იყო. ქვეყნის ერთ ნაწილს ჰგონია, რომ 23 ნოემბერია ყველაფერი, მეორეს 1 ოქტომბერი. ორივე თარიღს პატივს ვცემ, მაგრამ არცერთი არ მიმაჩნია 26 მაისის ტოლფას თარიღად, 1974 წლის 14 აპრილის ტოლფას თარიღად ან საქართველოს დამოუკიდებლობის 31 მარტის ტოლფას თარიღად. ადამიანებს სჩვევიათ საკუთარ დამსახურებებზე ჰიპერტროფირებული წარმოდგენების შექმნა”, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია