გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"დააკვირდით გია ხუხაშვილი როგორ ასხამს დღეს ხოტბას სააკაშვილს"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 09 აპრილი 2019

"დააკვირდით გია ხუხაშვილი როგორ ასხამს დღეს ხოტბას სააკაშვილს და გუბაზ სანიკიძე მთლად მათი რომ გახდა. შალვა შავგულიძე ოდესმე იყო ოპოზიციაში? ესენი ხომ თამაშობენ "ნაციონალური მოძრაობის" თამაშს? 

ესენი ჩვენი გუნდის წევრები ხომ იყვნენ? დავიჯერო ესენი ოპოზიციაში იყვნენ მაშინ, როცა ჩვენთან მოვიდნენ? 

ივანიშვილი გირგვლიანის საქმეში შალვა შავგულიძეს სდებს ბრალს და ამბობს, რომ მან სააპელაციო სასამართლოში საქმე არ გაასაჩივრა, რის გამოც მოსამართლე მურისიძეს უფლება არ ჰქონდა დამნაშავეებისთვის უფრო მეტი მიესაჯა, ვიდრე შვიდი წელი.

"მე ისეთ დეტალებს მოვიტან, რომელიც საჯაროდ არ თქმულა, მურუსიძეს რომ ახსნებ წარმოგვიდგება გირგბლიანი, ასოცირება ისეთია, რომ თითქოს მურუსიძემ მოკლა გირგვლიანი...

„რატომღაც შავგულიძეს, რომელიც მაგარ ადვოკატად გამოცხადდა და გმირად, ავიწყდება აპელაციაში შეტანა და ამაზე ზრუნავს ადეიშვილი, ხედვთ რა თამაშებია? მათ მოახერხეს რომ ოთხივე მკვლელი ერთ კამერაში შეეყვანათ იქ ჩვეულებრივი ქეიფი მიდიოდა, მანქანებით გულაობდნენ და ჩვეულებრივ ქალებსაც ართმევდნენ“

ბიძინა ივანიშვილი საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს გენერალურ დირექტორს ეკა გიგაურსაც აკრიტიკებს.

ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ სასამართლოს თემაზე დაწყებული საკითხი იმართებოდა "ნაციონალური მოძრაობისა" და მასთან ასოცირებული არასამთავრობოების მხრიდან"=-განაცხადა ივანიშვილმა ტვ "იმედისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია