შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"მართალია, თქვენ "ზემოთ" ხართ, მაგრამ "ქვემოთაც" ბევრი კარგი რამე ხდება"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 10 აპრილი 2019

პრეზიდენტის ყოფილ სასახლეში სკანდალური მიღებაზე სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ  განმარტებას ანალისტიკოსი გოჩა მირცხულავა ეხმაურება: 

"ქალბატონ სალომე ზურაბიშვილი / Salome Zourabichvili-ს უნდა ვუთხრა - პრეზიდენტობა წითელ ხალიჩაზე "საპოშკებით" ან ჩექმებით ნავარდი არ არის. მართალია, თქვენ "ზემოთ" ხართ, მაგრამ თუ პოლიტიკურ "სიამოვნებაზე" და გემოვნებაზეა საუბარი - "ქვემოთაც" ბევრი კარგი რამე ხდება. დღის მნიშვნელობაზე და "მიდებ-მოდებაზე" აქცენტირება ფრიად უტაქატო და ხისტი გამონათქვამი გახლდათ. საპასუხოდ, მეგრელი კაცი ხიზიყურად გეტყვით - ამ დღეს და თავად პრეზიდენტს (ინსტიტუტს) "მოაც-მოაცობს" დამოკიდებულება ნამდვილად არ უხდება. ამჯერად უფრო ხისტად არ გაკადრეთ, განა თქვენ - საქართველოს პრეზიდენტს"-წერს მირცხულავა.

ზურაბიშვილის განცხადებით, ვინც 9 აპრილის დაღუპულთა სიის წაკითხვისას ერთი გვარის უნებლიეთ გამოტოვებაზე ამახვილებს მთელ ყურადღებას .... იმან, მთავარი ვერ გაიგო და ვერ გაიაზრა, რაც მოხდა დღეს.

„მგონი, რომ ვინც მიედ-მოედება და აქცენტს აკეთებს სხვადასხვა ვითომ “სკანდალურ” ამ დღის მოვლენებზე, როგორიც არის პროტოკოლის თანამშრომლის მიერ მესიჯის გაგზავნა დაცვის თანამშრომლისთვის, ან სვამს კითხვას: 9 აპრილის მემორიალიდან პანაშვიდის დასრულების შემდეგ, თუ რატომ გავყევი პატრიარქს და ამას “გაპარვად” აღიქვამს, ან კიდევ ჩემს შეცდომაზე (9 აპრილის დაღუპულთა სიის წაკითხვისას ერთი გვარის უნებლიეთ გამოტოვებისა) ამახვილებს მთელ ყურადღებას .... იმან, მთავარი ვერ გაიგო და ვერ გაიაზრა, რაც მოხდა დღეს: 28 წლის შემდეგ, სახელმწიფო დონეზე ზეიმით აღინიშნა დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმოწერა. უზენაესი საბჭოს ყველა წევრი მოწვეულ იქნა და მათი წვლილი - ზვიად გამსახურდიას მეთაურობით- დამოუკიდებლობის გამოცხადებაში აღიარებულ იქნა! ამითი შერიგების, ერთმანეთის პატივისცემის, ნდობის და საქართველოს გაერთიანებისკენ ერთი ნაბიჯი გადაიდგა!

"გაცოცხლებული 9 აპრილის ძალა არ დაიჩრდილება და არც შენელდება!“ - აღნიშნულია პრეზიდენტის სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.


 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია