შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ხანძარი საფრთხეს დასახლებულ პუნქტს უქმნის -ადგილზე ავიაცია გამოიძახეს

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 09 აპრილი 2019

ლაითურში ხანძრის კერების გაძლეიერბის გამო, ადგილზე ავიაციის გამოძახება გახდა საჭირო. 

როგორც ჩვენი კორესპონდენტი ადგილიდან გვატყობინებს, ხანძრის შედეგად უკვე განადაგურდა ჰექტრონით ფიჭვნარი, გაჩენილი ახალი კერები კი,  საფრთხეს   დასახლებული პუნქტებს უქმნის. 

მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე ათეულობით სახანძრო უკვე მუშაობს, ხანძრის ლოკალიზებბა ვერ ხერხდება, ამიტომ  ავიაციის გამოძახება გახდა საჭირო.

გურიის გუბერნატორის თქმით, ხანძარმა უკვე გაანადგურა 20-ჰა ფართობი, როგორც წიწვოვანი, ასევე ფოთლოვანი ტყე: "ამ წუთებში ხანძრის ლოკალიზებაში ჩართულია აჭარა-გურიის სახანძრო-სამაშველო სამსახურები, თუმცა ქარის შედეგად სამუშაოები ძალიან გართულდა და წუთი წუთზე ველოდებით ავიაცის"-აღნიშნა გუბერნატორმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია