შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ლაგოდეხში ოთხი საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 11 აპრილი 2019

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ოთხ საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. პროექტის ფარგლებში განხორციელდა ლაგოდეხის პირველი და სოფლების განჯალის, ვარდისუბნისა და აფენის საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაცია. 

ათასწლეულის გამოწვევის ფონდ ,,საქართველოს” მიერ სკოლები თანამედროვე სტანდარტებით განახლდა და აღიჭურვა. შესრულებული სამუშაოები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ნათია ზედგინიძემ, პარლამენტის წევრთან, გურამ მაჭარაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა და პედაგოგებს შეხვდა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, გაზრდილი და სამჯერ გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში, გაჩნდა შესაძლებლობა, 2021-22 წლებში უფრო მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდეს.

„განათლება, ერთი მხრივ, გულისხმობს ძლიერ და კომპეტენტურ პედაგოგებს და, მეორე მხრივ, ინფრასტრუქტურულ გარემოს, სივრცეს, სადაც ხარისხიანი საგანმანათლებლო პროცესი უნდა წარიმართოს. ამ მიზნებზე მუშაობა დაწყებულია და მუნიციპალიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობით, ვცდილობთ მაქსიმალურად მოკლე დროში მივიღოთ შედეგები”, – განაცხადა ნათია ზედგინიძემ.

მიმდინარე წელს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალსა და ჰერეთისკარში ორი ახალი სკოლა აშენდება და ორ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია