გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

უცხო ენების ტესტებიდან გრამატიკა ამოიღეს - საგამოცდო ცვლილებები

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 11 აპრილი 2019

უცხო ენების საგამოცდო ტესტებში ცვლილებაა. ტესტში გრამატიკული ცოდნის შესამოწმებელი დავალება აღარ იქნება და ამ დავალების ამოღების ტესტის მაქსიმალური ქულა წელს 90-დან 80-მდე დაიწევს:.

"წელს ცვლილება არის ძალიან მინიმალური უცხო ენების ტესტში. ეს ცვლილება შეეხება იმას, რომ შარშანდელ ტესტთან შედარებით, წელს ამოღებულია სუფთა გრამატიკული ცოდნის შესამოწმებელი დავალება. ეს იყო ტრადიციული მერვე დავალება, რაც აღარ იქნება. ეს დავალება ამოწმებდა გრამატიკული წესების ცოდნას. რადგანაც ეს არის ამბიციური ტესტი, საუნივერსიტეტო ტესტი, აკადემიურ სივრცეში უნდა გამოადგეს აბიტურიენტს, ამიტომ სასურველია შემოწმდეს არა გრამატიკული წესების ცოდნა, არამედ ამ წესების გამოყენების უნარი სხვა დავალებების საშუალებით, როგორიც არის წერის დავალებები. ტესტში ორი წერის დავალებაა და მთელი ყურადღება ამაზე გადავა. ამან გამოიწვია ის ცვლილება, რომ დაიკლო მაქსიმალური ქულის რაოდენობამ 90-დან 80-მდე. მაქსიმალური ქულა უცხო ენებში 80 იქნება, შესაბამისად, გამსვლელმა ზღვარმაც დაიკლო",- განაცხადა შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის უცხოური ენების ჯგუფის ხელმძღვანელმა, რუსუდან ტყემალაძემ 

მისივე თქმით, ტესტით შემოწმდება ისეთი ცოდნა, როგორიცაა სწორი დროების გამოყენება და ძირითადი გრამატიკული კატეგორიები.

შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, უცხო ენების გამოცდის დრო 2 საათი და 30 წუთი გახდა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია