შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ოცნებაში“ ისეთი ხალხია დაბანაკებული, ვისაც ღირებულებები არ გააჩნია"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 11 აპრილი 2019

„რადგან ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს, ალბათ მიზეზები აქვთ და ამიტომაც დატოვეს „ოცნება." აღარაფერი მიკვირს; „ქართული ოცნება" ისე იქცევა, დიდი ხნის წინ უნდა დაეტოვებინათ. ბევრი, ვინც შიგნით არის, ალბათ უნდა მიხვდეს, რომ ის ღირებულებები, რაც „ქართულ ოცნებაში" არსებობდა, უკვე დიდი ხანია აღარ არის. თუ ღირებულებებისთვის არიან, უნდა დატოვონ, თუ თბილად ყოფნისთვის, მაშინ უნდა დარჩნენ," - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ვატო შაქარიშვილისა და ჯაბა ჯიშკარიანის მხრიდან „ქართული ოცნების" დატოვების გადაწყვეტილებას.

 „ქართული ოცნების" პრობლემები ნაკლებად მაინტერესებს, რადგან „ოცნება" დღეს აღარ არის საქართველოს მოსახლეობისთვის საინტერესო სუბიექტი. ის ქართველი ხალხის ინტერესებთან უკვე დაპირისპირებაშია შესული. ამიტომ მათი პრობლემები ნაკლებად საინტერესოა მოსახლეობისთვის.

 ყველაფერს გავაკეთებ, რომ არჩევნები 2019 წელს ჩატარდეს. არ მიმაჩნია სწორად, რომ 2020 წლამდე ეს პარლამენტი მივიდეს. დღეს ის დეპუტაცია, რაც საქართველოს პარლამენტშია წარმოდგენილი, ნამდვილად არ იმსახურებს ჩვენი მოსახლეობის ფულის ფლანგვას 2020 წლამდე.

დღეს „ოცნებაში" ისეთი ხალხი არის დაბანაკებული, რომელსაც არც ღირებულებები, არც იდეალი და არც მომავლის ხედვა არ გააჩნიათ. აქედან გამომდინარე, 2019-ში იქნება თუ 2020 წელს, ეს აბსოლუტურად უპერპექტივო გაერთიანებაა.

პრაქტიკულად, არ შეესაბამება იმ რეალობასა და ინტერესებს, რაც დღეს ქვეყანაშია. აბოლუტურად მიუღებელი იყო ნახევარი საათი მურუსიძის ადვოკატობა.

ის აქცენტები, რომელიც მანამდე ზვიად გამსახურდიასთან მიმართებაში იყო გაკეთებული, აბსოლუტურად აცდენილი არის იმ პათოსთან, რაც ახალგაზრდების საზღვარგარეთ გაშვებას შეეხებოდა. ზვიად გამსახურდია მაქსიმალურად ცდილობდა საქართველოში დაეტოვებინა, ყველას ქართველებისა და საქართველოსთვის ემსახურა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია