შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მოსახლეობამ "კარიერისტები" ამჯერად ბჟუჟის ხეობიდან "გამოდენა" - საპროტესტო აქცია მაკვანეთში

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 10 აპრილი 2019

ბჟუჟის ხეობაში სოფლების მაკვანეთის, წითელმთისა და კვირიკეთის მოსახლეობა ინერტული მასალის მომპოვებელი კომპანიის ტერიტორიაზე მივიდა და ქვისა ხრეში მომპოვებელ მძიმე ტექნიკას მუშაობის საშუალება არ მისცა.

მოგვიანებით კი ტექნიკას ბჟუჟის ხეობა დაატოვებინა.

მოსახლეობამ საპროტესტო აქცია იქვე, ბჟუჟის ხეობაში გამართა.

ადგილობრივები აცხადებდნენ რომ ბჟუჟის ხეობაში წლების განმავლობაში კანონის დარღვევით ქვიშა ხრეშის მოპოვების გამო ისინი წყლის და სარწყავი პატარა შენაკადების (ღელეების) გარეშ დარჩნენ.

მძიმე ტექნიკა ასევე მათ არ აძლევთ ნორმალური ცხოვრების საშუალებას, გადათხრილია მთლიანად ხეობა, რაც საფრთხეს უქმნის როგორც მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს ასევე ბავშვებს.

ადგილობრივები ხელისუფლებისაგან მოითხოვდნენ სასწრაფო ზომების მიღებას რომ ხეობაში მომუშავე კომპანიებმა სპეციალისტების მიერ ადგილზე შექმნილი სიტუაციის შესწავლამდე შეწყვიტონ საქმიანობა.

როგორც "გურიის მოამბეს" ოზურგეთის მერიის ზედამხედველობისა და იურიდიული სამსახურის უფროსმა, ლაშა თავაძემ განუცხადა, ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობის ინტერესების გასათვალისწინებლად მზადაა დაშესაბამის ინსტანციებს მიმარტავს თხოვნით შეისწავლონ ბჟუჟის ხეობაში არსებული ვიტარება მანამდე კი ინერტული მასალის მომპოვებელი ლიცენზიის მფლობელებს თხოვს შეაჩერონ ფუნქციონირება ამ მიმართულებით.

ადგილზე იმყოფებოდნენ ოზურგეთის მერიისა და გურიის გუბერნიის წარმომადგენლები. ადგილობრივი პოლიცია.

რამდენიმე საათიანი მოლაპარაკების შედეგად მძიმე ტექნიკამ ბჟუჟის ხეობა დატოვა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია