შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ბიძინა ივანიშვილი სასაცილო და კომიკური გახდა"- სამნიძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 11 აპრილი 2019

ამგვარად გამოეხმაურა “ქართული ოცენება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს”საქართველოს რესპუბლიკური” პარტიის თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე “კურიერთან”

ხათუნა სამნიძის თქმით, “ქართული ოცენება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშილი, სასაცილო და კომიკური გახდა.

“ეს ძალიან მაგონებს მე პირადად ასლან აბაშიძის ბოლო პერიოდებს, როდესაც ის მსგავს ინტერვიუებს წერდა. წინასწარ დაგეგმილს, შეკითხვები შეთანხმებული, ჩაწერილი.

ჟურნალისტი ძალიან მძიმე მდგომარეობაში, იმიტომ, რომ გუშინაც ჩანდა ეს და თვითონ სრულიად არაადეკვატური მიმდინარე პროცესების მიმართ. ეს ძალიან ჰგავს ასლან აბაშიძეს და მე ვურჩევდი მის გუნდს, იმიტომ, რომ მისი გუნდი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, ყველა განცხადებაში ჩანს, რომ ისინიც ხვდებიან რამდენად სასაცილო და კომიკური გახდა ბიძინა ივანიშვილი სამწუხაროდ. ეს სასაცილო ქვეყნისთვის არ არის, მაგრამ როგორც პერსონაჟი ის ძალიან სასაცილო მდგომარეობაში იგდებს თავს,“ – განაცხადა სამნიძემ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია