შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დაბა გრიგოლეთში, სამორინეს მოწყობაზე შეღავათები დაწესდა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 12 აპრილი 2019

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის დაბა გრიგოლეთსა და ფოთის მუნიციპალიტეტში სამორინეს მოწყობაზე შეღავათები დაწესდა. მთავრობის დადგენილების მიხედვით, გრიგოლეთსა და ფოთში ახალი, არანაკლებ 80-ნომრიანი სასტუმროს ტერიტორიაზე მოწყობილი სამორინე თავისუფლდება სანებართვო მოსაკრებლის გადახდისგან 10 წლის განმავლობაში. სხვა შემთხვევაში, გრიგოლეთსა და ფოთში მოსაკრებელი წელიწადში 250 ათასი ლარი იქნება.

29 მარტს გამოიცა კიდევ ერთი დადგენილება, რომლის მიხედვითაც სანებართვო მოსაკრებლისგან თავისუფლდებიან სამორინეები ყაზბეგის მუნიციპალიტეტსა და თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში.

საქართველოში სამორინეს მოწყობაზე შეღავათები კიდევ რამდენიმე რეგიონში მოქმედებს. ახლად აშენებული სასტუმროს ტერიტორიაზე სამორინეს მოწყობა თავისუფლდება მოსაკრებლისგან ბათუმში, ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში, ანაკლიასა და განმუხურში. სანებართვო მოსაკრებლის გადახდისგან თავისუფლდება სამორინეს მოწყობა გუდაურის განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიაზე, დაბა ბაკურიანის ტერიტორიაზე, აგრეთვე წყალტუბოსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე.

ქალაქ ბათუმში, დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე ქობულეთის, ბორჯომის მუნიციპალიტეტებში და გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში მოსაკრებელი წელიწადში 250 000 ლარია, ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – 100 ათასი ლარი.

სხვა რეგიონებსა და ქალაქებში სამორინეს მოწყობაზე მოსაკრებელი 5 მილიონი ლარია.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია