კახეთი
სუსმა ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
სამართალი
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
13 აპრილი 2019
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ქრთამის აღების
ფაქტზე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო
დეპარტამენტის მებაჟე ოფიცერი დააკავეს.
როგორც გამოძიებამ დაადგინა, გია გ. საქართველოს მოქალაქეს დაჰპირდა,
რომ თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებში, სარფის საბაჟო
პუნქტის გავლით, თურქეთიდან საქართველოში არადეკლარირებული საქონლის
მალულად შემოტანაში დაეხმარებოდა. კერძოდ, იგი არ დააფიქსირებდა
არადეკლარირებულ საქონელს, რომელიც ავტომანქანაში მალულად იქნებოდა
განთავსებული, რის სანაცვლოდაც აღნიშნულ მოქალაქეს ქრთამის სახით
ეტაპობრივად 5000 ლარი გამოართვა.
გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის
1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). გამოძიებას სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.