შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

‘ქაოსისა’ და ‘ნიუკასლის’ გამარჯვება - უნივერსიტეტში ფრენბურთის ჩემპიონატი დასრულდა [Video]

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 12 აპრილი 2019
ფრენბურთის მატჩები უნივერსიტეტის სპორტდარბაზში რვა აპრილს დაიწყო. ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ „მართვე“, „შიოვიჩი“, „ღიმილის ბიჭები“, „მმართველები“, „მესხები“, „ნიუკასლი“,Dream team, Turkey team, Volley, „ქაოსი“, „ხელშეუხებელნი“ და „განგსტერები“.გამარჯვებულები დღეს, 12 აპრილს გამოვლინდნენ. ვაჟებში გუნდმა „ნიუკასლმა“ გაიმარჯვა. გოგონებს შორის კი გუნდმა „ქაოსმა“.გოგონათა გუნდ „ქაოსის“ კაპიტანი სპორტული ღონისძიებისთვის რამდენიმე დღის განმავლობაში ემზადებოდა, „ორშაბათიდან ყოველდღე ვვარჯიშობდით, ორი გუნდი დავამარცხეთ და ჩემპიონები გავხდით. ძალიან აზარტული და ადრენალით სავსე იყო, მადლობა ორგანიზატორებს,“ - ამბობს პირველკურსელი ხატია ქველაძე.მონაწილეებს სიგელები, გამარჯვებულებს კი თასები გადაეცათ. „განსაკუთრებული მადლობა გვინდა უნივერსიტეტსა და მერიას გადავუხადოთ, განსაკუთრებით კი როინ თათეშვილს, რომელიც გვერდში გვედგა“, - ამბობს ახალციხის „სქაი კლუბის“ ლიდერი გივი დვალაშვილი. საქართველოს „სქაი“ პროგრამის კოორდინატორის განმარტებით, სპორტული ღონისძიებები „სქაი კლუბის“ ოცამდე ადგილობრივმა წევრმა დაგეგმა, - „იდეა არის ის, რომ თავისით მოაწყონ ორგანიზება და საკუთარი პროექტიდან დასკვნები გამოიტანონ, ისწავლონ და განვითარდნენ, ვფიქრობ მათ ამ ყველაფერს თავი წარმატებით გაართვეს“.ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს უნივერსიტეტის თანამშრომლები, კულტურის სამსახურის უფროსი, ზაზა თამარაშვილი და მერიის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.ჩემპიონატი პროექტის „SKYE New Possibility - „კომპეტენციები დასაქმებისათვის“ ფარგლებში, World Vision საქართველოსა და სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობით, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. მასში შემავალი პროექტი ,,ჯანსაღი ცხოვრების წესი – შენი არჩევანია’’ კი World Vision საქართველოსა და სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის, ასევე ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით განხორციელდა.[ავთო ინასარიძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია