გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

“2011 წელს, როდესაც გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში, სრული იმედგაცრუება, პესიმიზმი იყო"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 13 აპრილი 2019

“2011 წელს, როდესაც გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში, სრული იმედგაცრუება, პესიმიზმი იყო და არავის სჯეროდა, რომ ნაციონალური მოძრაობის შეცვლა შეიძლებოდა, იმდენად მოასუფთავა პოლიტიკური სპექტრი მაშინ ნაციონალურმა მოძრაობამ. დღეს ვიღაცები რაღაცებს რომ ამადლიან ბიძინა ივანიშვილს და ქართულ ოცნებას გაიხსენონ რა ხდებოდა 2010-2011 წლებში, როდესაც მოსუფთავებული იყო პოლიტიკური სურათი "ნაცმოძრაობის" მიერ. რომ არა ბიძინა ივანიშვილის შემოსვლა პოლიტიკაში, დღესაც ვიქნებოდით იმ უმძიმეს რეჟიმში, რომლის მთავარი შედეგი იყო დემოკრატიის ფეხქვეშ გათელვა, ადამიანის ღირსების ფეხქვეშ გათელვა და სრული უგულვებელყოფა ყველაფრის, რასაც კი თანამედროვე ცივილიზებული სამყარო ეფუძნება"
 
ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პალიტრანიუსის გადაცემაში "360 გრადუსში" ისაუბრა. 
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია