შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

პრეზიდენტი ახალქალაქში დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრება

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 14 აპრილი 2019
როგორც, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს ახალქალაქში ეთნიკურად სომეხ მოსახლეობასთან ორმაგ მოქალაქეობასთან დაკავშირებით საუბარსაც გეგმავს. პრეზიდენტი ახალქლაქში გუშინ, 13 აპრილს საღამოს გაემგზავრა. გზად კი სოფელ საროშ, დედათა მონასტერი მოინახულა.ახალქალაქში გამგზავრებამდე, საქართველოს პრეზიდენტი ახალციხეში, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა და მხარის რწმუნებულთან ერთად, რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მიმოიხილა.ასევე, სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრა, იმ ახალგაზრდა მეწარმეებთან გამართა, როლებმაც „აწარმოე საქართველოს ფარგლებში“ გრანტი მოიპოვეს და რეგიონში მცირე ბიზნესი წარმოიწყეს.ზურაბიშვილი სოფელ ღრელში მეფუტკრე ზაზა ივანიძესაც ესტუმრაა.სალომე ზურაბიშვილი სამცხე–ჯავახეთში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია