ამ წუთებში სუფსა-გრიგოლეთის მაგისტრალი პარალიუზებულია. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი, ენმ-ის ადგილობრივი ლიდერი, კახა ასკურავა ავრცელებს.
"როგორ ამ წუთას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფ. სუფსიდან მაცნობეს შეწყვეტილია ელექტრო ენერგიის მიწოდება და პარალიზებულია სუფსა-გრიგოლეთის საავტომობილო მაგისტრალი.
მიზეზი - ბ.ივანიშვილის ხის ტრანსპორირება.
სამარცხვინო ქვეყანაში ვცხოვრობთ"!-წერს ასკურავა.
ცნობისთვის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან- სუფსადან და გრიგოლეთიდან შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის ეზოში, გიგანტური ხეების გადატანა იგეგმება.
მრავალწლოვანი ნარგავები ტრანსპორტირებისთვის უკვე გამზადებულია. ხეების გადატანის პროცესს გრიგოლეთში მწვანე ნარგავები შეეწირა, გაიჩეხა ფიჭვის ხეები.
...