სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მეორე კვირაა მოსწავლეები აზავრეთის სკოლაში არ დადიან – პროტესტი გრძელდება

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 15 აპრილი 2019
„ბავშვები დღესაც არ მოსულან სკოლაში. კვირაზე მეტია პროტესტი გრძელდება და ჯერ არანაირი შეთავაზება არ მიგვიღია. არ ვიცი მშობლები რას გადაწყვეტენ“, – გვითხრეს აზავრეთის სკოლის ადმინისტრაციაში.ახალქალაქის მერი იური უნანინი აცხადებს, რომ „აზავრეთში მიმდინარე მოვლენების შესახებ საქმის კურსში არიან, თუმცა ჯერ ახალი გადაწყვეტილება არ მიუღიათ“. აზავრეთის სკოლა, რომელშიც 200-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს, წლებია დაზიანებულია. აქ ცუდ მდგომარეობაშია სკოლის სახურავი, კედლები და იატაკი. მშობლები ამბობენ, რომ პროტესტს მანამდე გააგრძელებენ, ვიდრე ახალი სკოლის აშენების დაპირებას არ მიიღებენ. აქციას, რომელიც რვა აპრილს დაიწო, მხარს სკოლის ადმინისტრაციაც უჭერს.[მარიამ ბარძიმაძე, ახალქალაქი]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია