შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

აბასთუმანში შუალედურ არჩევნებზე კანდიდატი მხოლოდ ‘ოცნებას’ ეყოლება

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 16 აპრილი 2019
ადიგენში, აბასთუმნის N2 უბანზე შუალედურ არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ კანდიდატებს არ წარადგენენ. უკვე ამოიწურა ვადა საინიციატივო ჯგუფების მიერ დამოუკიდებელი კანდიდატების რეგისტრირებისაც. შესაბამისად, კურორტზე კანდიდატი მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ ეყოლება.როგორც ენმ–ს ადიგენის შტაბის ხელმძღვანელმა დავით ოგანეზიანმა გვითხრა, მათ უბანზე წარსადგენი კანდიდატი ჰყავდათ, თუმცა, გადაიფიქრეს: „მიზეზებზე ვერ ვისაუბრებ. გვყავდა ერთი ადამიანი შერჩეული, მაგრამ ვეღარ მოახერხა, მგონი პირადი პრობლემების გამო თუ მსგავსი“. „ევროპულ საქართველოში“ კი თავიდანვე აცხადებდნენ, რომ კანდიდატის წარდგენას არ გეგმავდნენ. აბასთუმანში მასშტაბური მშენებლობები გასული წლის აგვისტოს, ანუ მას შემდეგ დაიწყო, რაც აქ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ოჯახთან ერთად ისვენებდა. ამავე პერიოდში, ყველა ადგილობრივმა ივანიშვილისგან საჩუქრად გაზის გამათბობლები მიიღო. [მარიამ ბარძიმაძე, ადიგენი]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია